19:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 12:04:59, 2106 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, 360 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ 360 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედება. ამასთან, ეჭვმიტანილებს შორის 333 პირი სამხედრო მოსამსახურეა, აქედან 216 კი, უშუალოდ პუტჩის ღამეს მსახურობდა.

მედიის ცნობით, სტამბოლში აღნიშნული პირების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის 15 ივლისს, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლებამ ბრალი მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს წაუყენა. პუტჩის შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილებით 50 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, ხოლო 150 ათასი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics