|
2017-11-28 19:21:20, 1817 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს შეხვდა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს რამინ გულუზადეს შეხვდა. აზერბაიჯანის მინისტრმა დადებითად შეაფასა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობა და ქართულ მხარეს მისი წარმატებით ჩატარება მიულოცა. თავის მხრივ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიდი მნიშვნელობა მისცა აზერბაიჯანის დელეგაციის მონაწილეობას თბილისის ფორუმში. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის მიმართულებით და აღნიშნეს, რომ ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამაგალითოა ყველა სტრატეგიული მიმართულებით. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე და აღინიშნა, მისი განხორციელების მნიშვნლობა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული განვითარების კუთხით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)