06:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 17:18:41, 1964 ნახვა

ეკონომიკა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და მისი შეძენა 2.7162 ლარად არის შესაძლებელი.

გამოცემის ვებგვერდზე განთავსებული ინფომრაციის თანახმად, დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2.6950 - 2.7213.

გამოცემის ინფორმაციით, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.7013 კურსით დაიწყო და 0.78% -იანი გაუფასურება ფიქსირდება.

ცნობისთვის, თბილისის დროით 17:00 საათზე 1 დოლარის ღირებულება Bloomberg-ზე 2.7162 ლარია, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6951 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. 

Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, ნოემბრის თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ლარი დოლართან მიმართებაში 2.6344-დან 2.7200-მდე მერყეობდა. 

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7183 ლარი ეღირება. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.2440 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.2112 ლარია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics