16:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 12:21:11, 2234 ნახვა

მსოფლიო
„ამერიკის ხმასა“ და „რადიო თავისუფლებას“ შესაძლოა, რუსეთში საქმიანობა შეუზღუდონ

„რადიო თავისუფლებასა“ და „ამერიკის ხმას“ შესაძლოა, რუსეთში საქმიანობა შეუზღუდონ, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, საქმიანობის შესაძლო შეზღუდვის მიზეზად რუსეთის დუმის გადაწყვეტილება სახელდება. 

კერძოდ კი, გუშინ სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად უცხოური მედია საშუალებები „უცხოეთის აგენტებად“ ცხადდებიან.

საკანონმდებლო ორგანოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხო ქვეყნის აგენტად“ რეგისტრაციის პირველი კანდიდატებიც დაასახელა. შესაბამისი გაფრთხილება „რადიო თავისუფლებამ“, „ამერიკის ხმამ”, «Настоящее время», «Idel.Реалии» და "Кавказ"-მა მიიღეს. 

რუსი კანონმდებლების ამ გადაწყვეტილებას  დასავლეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა.  ვაშინგტონში, ბერლინსა და სტრასბურგში განაცხადეს, რომ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსული სახელისუფლებო არხი Russia Today "უცხოურ აგენტად" დარეგისტრიდა. მაშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics