16:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 12:57:24, 2607 ნახვა

მსოფლიო
ზიმბაბვეში, სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი მძევლად აიყვანეს

ზიმბაბვეში, სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე მძევლად აიყვანეს.

როგორც BBC  იუწყება  პრეზიდენტი გადადგომისთვის ემზადება. ასევე, მუგაბე  სამხედროებს შეუთანხმდა, რომ პირველ ლედის მისცენ უფლება, ქვეყანა თავისუფლად დატოვოს. 

ამასთან, სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი სამხედროებმა სცემეს და საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლაც ჩაშალეს.

სახელმწიფო ტელევიზიის გარდა, სამხედროები დედაქალაქის მთავარ მაგისტრალებზე საგუშაგოებს აყენებენ. მთელ ქალაქში სროლის ხმა ისმის. ზიმბაბველმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს გადაყენება და ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლებაში მოსვლა არ არის. სამხედროების მტკიცებით, ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო ტექნიკა კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიყვანეს.

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. მას სამხედროების მხარდაჭერაც ჰქონდა.

BBC-ის ცნობით, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა ზიმბაბვეში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics