|
2017-11-14 16:20:34, 1920 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: პუტინი-ბიბილოვის შეხვედრა ნათელი გამოვლინებაა, თუ რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ
„პუტინის და ბიბილოვის დაანონსებული შეხვედრა კრემლში, არის კიდევ ერთხელ ნათელი გამოვლინება იმისა, თუ რა დამოკიდებულება გააჩნია რუსეთს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კრემლში რუსეთის პრეზიდენტის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის დაანონსებულ შეხვედრას. მისივე თქმით, ეს შევედრა საქართველოსთან მიმართებაში არამეგობრული ნაბიჯია. „მთავარი რაც აქ იკითხება არის, ის რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების შემდგომი ანექსია. ღიად არის საუბარი ე.წ. ხელშეკრულების ინტეგრაციის. ეფექტური იმპლემენტაცია იქნება მთავარი საგანი ამ შეხვედრის. ბუნებრივია ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს გულისხმობს ცხინვალის რეგიონის უფრო მეტ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი მხრიდან არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს ანტიანექსიული სტრატეგია, რაც სამწუხაროდ მას არ გააჩნია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)