02:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 20:56:05, 2365 ნახვა

კომენტარი
თბილისის მერია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს

თბილისის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია კომპანია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ახლადარჩეულმა მერმა აღნიშნა, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა „სითი პარკი“. 

„ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. თუნდაც, სტატისტიკა, რომ ვნახოთ, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანა არის გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ არის გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - ეს კომპანია არაკანონიერად მოქმედებს?! ამიტომ ჩვენ მივუდგებით სამართლებრივი გზით. სამართლებრივი გზით წასვლაზე როდესაც ვსაუბრობ, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ იურისტები ჩაერთვებიან და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, კახა კალაძე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 12 ნოემბერს შეუდგება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics