16:25 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 09:36:45, 431 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი საფრანგეთის შს მინისტრსა და ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს პარიზში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი საფრანგეთის  შს მინისტრ ბერნარ კაზნევს და საფრანგეთის ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივან ფილიპ ლეგლიზ-კოსტას შეხვდება.

შს მინისტრთან ერთად იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და დოკუმენტების უსაფრთხოების სამმართველოს უფროსებსაც შეხვდება.

„მინისტრის ვიზიტის მთავარი მიზანი რიგის სამიტამდე ევროპის სახელმწიფოთა პასუხისმგებელი პირებისათვის საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის გაცნობაა. მინისტრი თავად მიაწვდის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის შს მინისტრსა და ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გააკეთა საქართველომ დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით და რა რეფორმები გატარდა მიგრაციის მიმართულებით.

თეა წულუკიანი სხვა მინისტრებთან ერთად აქტიურ სამუშაოს ატარებს რიგის სამიტამდე, რათა 21-22 მაისს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასონ საქართველოს მიერ გაწეული ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული საქმიანობა“, - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics