|
2017-11-02 20:38:37, 2260 ნახვა
მსოფლიო
მადრიდის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის 8 წევრი დააპატიმრა
ესპანეთის ნაციონალურმა სასამართლო კოლეგიამ კატალონიის ყოფილი მთავრობის 8 წევრი, მათ შორის ექს მეთაურის კარლეს პუჩდემონის მოადგილე, ორიოლ ჟუნკერასი დააკავა, - ამის შესახებ El Pais იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მათ ბრალად ამბოხი და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ედებათ. ამასთან, გენერალიტეტის ერთ-ერთ ყოფილ მრჩეველს შეუძლია წინასწარი პატიმრობის იზალატორი გირაოს სანაცვლოდ დატოვოას. სანტი ვილამ გირაოს სახით 50 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. დანარჩენი 7 პირი უკვე წინასწარ იზოლატორში იმყოფება. მედიის ცნობით, ესპანეთის სასამართლოში ჩვენების მისაცემად გენერალიტეტის 9 ყოფილი წევრი მივიდა, მათ შორის პუჩდემონის ყოფილი მოადგილე ორიოლ ჟუნკერასი. ცნობისთვის, კარლეს პუჩდემონი სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა. მისი ადვოკატის თქმით, პუჩდემონის დაკითხვა ბრიუსელშა შესაძლებელი, რადგან ის მადრიდში ჩასვლას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)