10:59 - 25 Jun, 2026
|
2017-11-02 14:05:35, 2378 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა
კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და რეგიონის გენერალიტეტის 4 ყოფილი წარმომადგენელი, სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდნენ, - ამის შესახებ El Mundo იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები ამ დრომდე ბრიუსელში იმყოფებიან. მედიის ცნობით, ესპანეთის სასამართლოში ჩვენების მისაცემად გენერალიტეტის 9 ყოფილი წევრი მივიდა, მათ შორის პუჩდემონის ყოფილი მოადგილე ორიოლ ჟუნკერასი. ცნობისთვის, მანამდე კარლეს პუჩდემონის ადვოკატმა პოლ ბეკარტიმ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მადრიდში გამგზავრებას არ აპირებს და დასძინა, რომ მისი დაკითხვა ბელგიაშიც არის შესაძლებელი. თუ პუჩდემონი დაკითხვაზე არ გამოცხადდება, მოსამართლეს აქვს უფლება საერთაშორისო ორდერი გასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)