|
2017-11-02 11:53:58, 2166 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ნიუ-იორკელი ტერორისტი სიკვდილით უნდა დაისაჯოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიუ-იორკელი ტერორისტი, რომელმაც 8 ადამიანი იმსხვერპლა, სიკვდილით დასჯას იმსახურებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ტრამპის ინფორმაციით, ტერორისტმა პალატაში ISIS-ის დროშიც დაკიდვა ითხოვა. „ნიუ-იორკელი ტერორისტი გახარებული იყო, როცა თავის პალატაში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის გამოფენა ითხოვა. მან 8 ადამიანინ მოკლა და 12 მძიმედ დაჭრა, ის სიკვილით უნდა დაისაჯოს“, - წერს დონალდ ტრამპი. შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მამაკაცი ავტომობილით ხალხში შეიქრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ტერაქტზე ოფიციალულად პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ტავდამსხმელის მანქანაში "ისლამური სახელმწიფოსთვის" მიძღვნილი წერილი იპოვეს. ასევე ბოროტმოქმედის ტელეფონში დაჯგუფების პროპაგანდისტული ვიდეოჩანაწერები აღმოაჩინეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)