10:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 08:17:32, 2132 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ბინ ლადენის პირადი დღიური გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენთან დაკავშირებული 470 000-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, - შესაბამისი დოკუმენტები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

დოკუმენტებს შორისაა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ბინ ლადენის პირადი დღიური. 

სააგენტოს ინფორმაციის, დოკუმენტები 2011 წლის მაისში მიიღეს. დღიურში კი არის ჩანაწერები, რომელიც ბინ ლადენმა გარდაცვალებამდე გააკეთა. 

გარდა ამისა, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ აუდიო, ვიდეო და სისტემური მასალებიც გამოაქვეყნა. დოკუმენტებს შორისაა ბინ ლადენის შვილის ფოტო.

ცნობისთვის, 2001 წლიდან 2011 წლამდე ბინ ლადენი ტერორიზმის წინააღმდეგ წარმართული ომის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასზე ინფორმაციისთვის ჯილდო 25 მილიონი დოლარი დააწესა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 2 მაისს ამერიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა და CIA-მ პრეზიდენტ ობამას ბრძანებით, ბინ ლადენი მის კერძო რეზიდენციაში, აბოტაბადში მოკლეს. რეზიდენციაში ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics