22:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 13:47:21, 1874 ნახვა

კომენტარი
ესტონეთის პრეზიდენტი: ვხედავთ, რომ საქართველო ნამდვილად იზრდება და ვითარდება

ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისში მიმდინარე საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსთან ბიზნეს კავშირების გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კერსტი კალიულაიდმა ესტონური ბიზნეს დელეგაციისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატია და კანონის უზენაესობა იმ დონეზეა, რომ ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესკავშირების გამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავ ბევრ ესტონელ მეწარმეს, პოტენციურ ინვესტორს და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. მინახავს ბევრი დიდი და საშუალო ზომის კომპანიების წარმომადგენლები და მახარებს ის ფაქტი, რომ ამ ძალიან მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანაში გხედავთ თქვენ ყველას.ეს კარგი მიდგომაა იმდენად, რამდენადაც ყველანი ვცდილობთ, ახალი შესაძლებლობები დავინახოთ საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში. გვახარებს ის, რომ საქართველო ნამდვილად ვითარდება.მცირე და საშუალო საწარმოები მოქნილი სეგმენტია ეკონომიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო იზრდება. ბევრ ასპექტში ვხედავთ თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მინდა აღვნიშნო თქვენს ქვეყანაში მოგების გადასახადის ტრანსფორმაცია. ამის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება ეკონომიკურად. კაპიტალური ინვესტიციების განვითარების კუთხით, ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს საგადასახადო სისტემები მთელ მსოფლიოში. არსებული სოციალური მოდელები უნდა იყოს მორგებული იმაზე, რომ 50 წლის შემდეგაც გავუსწოროთ თვალი გამოწვევებს. ბევრი რამის სწავლა შეიძლება გამოწვევებით. მინდა მოგიწოდოთ, რომ მიიღოთ ჩვენი გარიგება და დააკვირდეთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics