22:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 13:48:03, 1789 ნახვა

კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ლარის სისუსტე დაბალი ეკონომიკური ზრდის შედეგია

“ლარის კიდევ უფრო დასუსტება იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაშიც ქვეყანაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში კრიზისის დაძლევა ვერ მოხდება.

„იმავდროულად, 2017 წლის სექტემბერში, 2016 წლის სექტემბერთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით გაიზარდა და 283.2 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმის ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით, რომელმაც იმავე პერიოდში 6.2% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, ასევე მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 14,7%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა სხვა პროდუქციას. ივლისში გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში დამატებითი ფაქტორი გახდა ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირებისთვის. საგანგაშოა, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც. სამწუხაროდ, 2018 წლის ბიუჯეტის ბიუჯეტის პროექტი ზუსტი ასლია წინა წლების ბიუჯეტების. ქვეყანა ლარის სისუსტემდე, ფასების ზრდამდე და საყოველთაო გაჭირვებმადე კი სწორედ იმ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიიყვანა, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ შედგენილ ბიუჯეტებში ჩანს,”-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.  

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics