21:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 12:59:09, 1729 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შეხვდება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შეხვდება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდა ამისა, ის მოსახლეობასთან შეხვედრების გაგრძელებასაც გეგმავს.

მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ადამიანებთან კონტაქტის დროს ქალაქის საჭიროებების შესახებ მეტს გაიგებს.

„ეს დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ გავაკეთოთ ის რაც ქალაქს სჭირდება. შესაბამისად ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც გვაქვს, დავყავით რამდენიმე ეტაპად და საკრებულოს წევრებს ვესაუბრე იმ კონკრეტულ საკითხებზე თუ რა უნდა გაკეთდეს, მანამდე სანამ ჩვენ ოფიციალურად უფლებამოსილება მოგვენიჭება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეების განმავლობაში ვაპირებ შევხვდე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და გავაცნო ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენს მიერ გაჟღერდა წინასაარჩევნო პერიოდში, იმისათვის რომ თანხების მოზიდვა იყოს შესაძლებელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან, მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ის შეხვედრები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იყო, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics