22:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 18:41:34, 1903 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „Fit for Partnership with Germany“ კურსდამთავრებულები შემაჯამებელ სემინარს დაესწრებიან

20-21 ოქტომბერს, პროექტის „Fit for Partnership with Germany“ კურსდამთავრებულები შემაჯამებელ სემინარს „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაესწრებიან.

სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და GIZ-ის ორგანიზებით  იმართება.

პროგრამის ფარგლებში, ქართველი მეწარმეები  ტრენინგებს გერმანიაში დაესწრნენ, სადაც შეხვედრები დაგეგმეს მათთვის საინტერესო კომპანიებთან და გერმანელი მეწარმეების გამოცდილება გაიზიარეს. 

შემაჯამებელი სემინარი, პროექტის „Fit for Partnership with Germany“ ფარგლებში, ყოველწლიურად ეწყობა, სადაც კურსდამთავრებულები ისმენენ სპეციალურად მოწვეული გერმანელი სტუმრების გამოსვლებს და განიხილავენ იმ გამოწვევებს, რასაც ქართული კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე აწყდებიან. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კიდევ იგეგმება პროექტის „Fit for Partnership with Germany“ განხორციელება, რომლის უმთავრეს მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics