|
2017-10-14 10:47:24, 2428 ნახვა
სამართალი
ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქსელ „გორგიას" დამფუძნებლის გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გეგმავდნენ მაღაზიათა ქსელ „გორგიას" დამფუძნებლის, გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდებას. ამისთვის იქირავეს მის მეზობლად ბინა, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგენდნენ დანაშაულის ჩადენის გეგმას და განიხილავდნენ მოქმედების სხვადასხვა ვარიანტებს, მისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით. აღნიშნულის განსახორციელებლად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტროშოკი, შესანიღბად ,,პარიკი" და სხვა ნივთები, რაც ამოღებულია გამოძიების მიერ. მას შემდეგ, რაც შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა დანაშაულის განხორციელებისთვის, ბრალდებულები გ.გ., დ.ფ., რ.მ. და ვ.ვ დაკავებულ იქნენ სამართალდამცავების მიერ, რითაც აღკვეთილ იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ვ" და ,,ი" ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ცხრიდან თოთხმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)