|
2017-09-07 06:24:24, 2216 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია განცხადებები, რომელიც EBRD-ს პრეზიდენტმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას გააკეთა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც საქართველოში ვიზიტისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ როგორც ეკონომიკური გუნდის, ისე ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შეფასებისას გააკეთა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხდა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ქვეყანა EBRD-სგან 25 წლის განმავლობაში იღებს. „მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ მათგან. როგორც აღინიშნა, ბანკის მხრიდან 200-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. ეს არის სამ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ პროგრესს, რაც ქვეყანას ბოლო პერიოდში აქვს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)