07:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 07:18:42, 2568 ნახვა

სამართალი
„არ ვარ კომპეტენტური“-მამა კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის შეფასებისგან თავს იკავებს

მამა კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

როგორც გოგოტიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისი იურიდიული კომპეტენცია არ აქვს, რომ გადაწყვეტილება შეაფასოს:

„მე შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან არც მოსამართლე გახლავართ და არც გამომძიებელი. ვერანაირ შეფასებას ამ საკითხს ვერ მივცემ. არ ვარ კომპეტენტური ამაში, არც იურიდიული საკითხების და არც სხვა რამის“,-აღნიშნა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო სსკ-ის 18/108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო.

დეკანოზის მიმართ წაყენებული ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა. კერძოდ, მოსამართლემ მას ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდება მოუხსნა და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის შურისძიებით მომზადებაში სცნო დამნაშავედ. მოსამართლემ მამალაძე ასევე დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვაში, თუმცა  შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო ჯამში დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სასჯელის ათვლა მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან დაიწყება.

განაჩენის გამოცხადებას თავად გიორგი მამალაძე არ ესწრებოდა. მოსამართლის თქმით, მან უარი განაცხადა პროცესზე მისვლაზე და აღნიშნულის მიზეზი არ განუმარტავს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics