|
2017-08-03 15:16:10, 2788 ნახვა
სამართალი
შსს პოლიციის მხრიდან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის ცემას კატეგორიულად უარყოფს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მხრიდან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის ბაქარ ყორშიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბაქარ ყორშია სსკ-ის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალები უკანონ შეძენა-შენახვას გულისხმობს. „დაკავებულია ერთი პირი. ამ ფაქტზე დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დამატებითი დეტალები ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი“,-აცხადებენ შსს-ში. ცნობისთვის, „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანაკლიაში მათი მხარდამჭერი დააკავეს. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნული, რომ დაკავებული შესაძლოა, პოლიციელების მიერ ნაცემი იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)