|
2017-08-02 17:00:09, 2459 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: ეკონომიკა საგარეო შოკის უარყოფითი ზეგავლენიდან გამოსვლას განაგრძობს
საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს. "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი და სხვა ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები. ანგარიშის თანახმად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2017 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, წლიურად 4.0% შეადგინა. „ეკონომიკა განაგრძობს საგარეო შოკის უარყოფითი ზეგავლენიდან გამოსვლას, რასაც როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორები უწყობს ხელს. კერძოდ, მკვეთრად გაუმჯობესდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, ასევე ფულადი გზავნილები. საშინაო ფაქტორებიდან ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა აქვს ინვესტიციებსა და მოხმარებას, რასაც თავის მხრივ ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობის გაუმჯობესება, ფისკალური სტიმული და სესხების ზრდა უწყობს ხელს“,-აღნიშნულია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)