|
2017-07-27 16:11:57, 2738 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსად ვახტანგ ლაშქარაძე დაინიშნა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ დეპარტამენტის ახალი უფროსი წარუდგინა. ამ პოსტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე შეითავსებს. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს საბაჟოს სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის დაცვის ღონისძიებების, მათ შორის, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე, მიმდინარე რეფორმებსა და საერთაშორისო პროექტებზე. ასევე, აღინიშნა საქართველოს საბაჟოს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა სექტორების ხელშეწყობის მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)