|
2017-07-21 15:46:00, 2395 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული პროდუქტი ჰონგ-კონგურ სუპერმარკეტებში გაიყიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანია „არომაპროდუქტის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ჰონგ-კონგური სუპერმარკეტების ქსელ „City Super”-ის დახლებზე გაიყიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნულ წარმატებას, 2017 წელს ჰონგ-კონგში, სააგენტოს მიერ ქართული ექსპორტიორი კომპანიების საგამოფენო ღონისძიებაზე „Hofex 2017“ მონაწილეობის ორგანიზების შედეგად მიაღწია და ხელშეკრულების გაფორმება შეძლო ზემოთხსენებულ ქსელთან. უწყების ცნობით, კომპანია „არომაპროდუქტი“ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი პროდუქცია ორმოცამდე ქვეყანაში წარმატებულად გააქვს და უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ხილის და ბოსტნეულის წვენებს, ხილის წვენის კონცენტრატებს და ჯემებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიას, სააგენტოს მხარდაჭერით, მონაწილეობა ასევე მიღებული აქვს დუბაიში, გამოფენაზე „Gulf Food“ და ტოკიოში გამოფენაზე „Foodex Japan“. ამასთანავე, კომპანიას მიღებული აქვს ISO 9001:2008; ISO 22000:2005; FSSC 22000 სერთიფიკატები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)