19:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 10:51:26, 2322 ნახვა

სამართალი
ერგნეთში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერების უკანონო მონტაჟის საკითხზე ისაუბრეს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 79-ე შეხვედრა გაიმართა.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ის ინციდენტები განიხილეს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ზოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის 7 ივნისიდან 10 ივლისის პერიოდში დაფიქსირდა.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის ივნისის თვეში უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერების უკანონო მონტაჟის საკითხს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან პრინციპულად დააფიქსირეს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას, საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომას და მშვიდობიანად არსებობის უფლებას, არამედ  პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.

შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის ე.წ. ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხზე იმსჯელეს და დააფიქსირეს, რომ დე -ფაქტო პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული ე.წ. განაჩენი არის უსაფუძვლო, სრულად პოლიტიზირებული და აუცილებელია მისი უპირობო გათავისუფლება.

განსახილველ საკითხებს შორის იყო 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებულ ახალგორში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის საქმის გამოძიების აუცილებლობის საკითხი, რომელიც 2015 წლის 4 იანვარს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვნეს. შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მონაწილეებს გააცნო ის კითხვები, რომელიც აღნიშნულ საქმეში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია და მოითხოვა გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება უმოკლეს ვადაში“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  მორიგი  შეხვედრა  2017 წლის 7 სექტემბერს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics