15:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 12:28:53, 2703 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 170 პირი.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 170 მსჯავრდებული, აქედან 9 ქალბატონია. შეწყალების კომისიამ, რომელიც 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით მუშაობდა, სულ 1073 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა.

 შეწყალებულთაგან 120 პირი, მათ შორის 8 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენი 50 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 1 ქალბატონია, სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება შეფარდებული სასჯელი", - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics