|
2017-07-05 17:29:00, 3052 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკში გამართულ კონფერენციაზე კორპორატიული მართვის საკითხები განიხილეს
დღეს ტექნოლოგიურ პარკში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ინიციატივით კონფერენცია გაიმართა, სადაც მოხსენება გააკეთეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაციის წევრმა საშა ტერნესმა. კონფერენცია „მეწარმეთა შესახებ“ კანონში წელს და გასულ წელს შეტანილ ცვლილებებს შეეხო, რომელთა მიზანს კორპორატიული მართვის პრინციპების განმტკიცება, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა და დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტის შემოღება წარმოადგენდა. აღნიშნული ხელი შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და მცირე აქციონერთა განვითარებას შესაბამის ბაზრებზე. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განაცხადა, საქართველოსთვის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ხოლო არსებული საწარმოები შედარებით უფრო თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილებას შეძლებენ. ,,ამ ცვლილებები შედეგად საქართევლოში კორპორატიული მართვის პრინციპები უფრო განმტკიცდა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო იმას, რომ მეტი ინვესტიცია იქნეს მოზიდული საწარმოებში და უფრო მეტად იქნეს დაცული მცირე აქციონერთა ინტერესები. ეს გაერთიანება ხელს შეუწყობს კორპორატიული მართვის პრინციპები პრაქტიკულ განხორციელებას საწარმოებში, რათა კომპანიებმა დაინახონ ის სარგებელი, რომელსაც იღებენ კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვის შემდეგად“, - განაცხადა ირმა ქავთარაძემ. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ კომპანისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ სექტორის მოსაზრებები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულები ამ ინსტიტუტში. როგორც EBRD – ის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება სწორედ დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების საქმიანობის სპეციფიკის გაცნობას დაეთმო. ,,დღეს აქ კომპანიის დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ბენეფიციარები შევიკრიბეთ. აქ ასევე არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჯერ არ არიან ამ ოჯახის წევრები, თუმცა მათი შეხედულებები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებებზე და მიზნებზე. ჩვენ გვჯერა, რომ EBRD-ს შეუძლია დიდი ღირებულებების მოტანა საქართველოში იმ სექტორის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც არ არიან ამ კომპანიის წევრები, რომ მათ შეძლონ დაამკვიდრონ საკუთარი ღირებულებები და გაწევრიანდნენ დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებაში, რაც მომგებიანი იქნება როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე მათთვისაც“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
(NS)
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)