15:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 15:04:59, 2531 ნახვა

სამართალი
მუსტაფა ჩაბუქის მეუღლემ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

დემირელის  კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის  მეუღლემ თუბა ჩაბუქიმ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა.

ჩაბუქის მეუღლის განცხადებით, მისი ქმრის დაკავების შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით იგი გამუდმებით იღებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს, მისთვის უცნობი პირებისგან.

"მუქარის გზავნილებს ადრეც ვიღებდი, თუმცა ბოლო პერიოდში ამან უფრო აგრესიული ხასიათი მიიღო. განადგურებით მემუქრებიან. მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ახლა მეუღლეც არ მყავს გვერდით, ამიტომ ძალიან მეშინია - აცხადებს მაუწყებელთან საუბრისას მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი.

ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურა ჩაბუქების ოჯახის მოთხოვნას დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics