|
2017-07-02 16:32:13, 2393 ნახვა
სამართალი
საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა
საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან 1998 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა. ინფორმაციას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საქართველოს მოქალაქე გივი მჭედლიშვილი თურქეთის გავლით საბერძნეთში მიემგზავრებოდა. „დღეს დილით ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს მიმართეს თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, 1998 წლის 4 ივლისს დაბადებული გივი მჭედლიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის საზღვრის კვეთა მესაზღვრეთა გადაწყვეტილებით, 3 დღეა დაკარგულია საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან და ოჯახს მის შესახებ სხვა არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია“,-ნათქვამია ათენის ქართველ მიგრანტთა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გივი მჭედლიშვილი, ათენში დედის მოსანახულებლად, მოწვევის საფუძველზე მიემგზავრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)