11:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 11:05:35, 2380 ნახვა

სამართალი
შალვა ხუციშვილი: აფგან მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერები გასაჯაროვდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერები გასაჯაროვდება.

თუმცა, როგორც ხუციშვილმა განმარტა, ეს გამოძიების შუალედური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.

მისივე თქმით, შედეგები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ქართველი გამომძიებლები აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაკითხავენ.

„როგორც იცით, მივმართეთ აზერბაიჯანის შესაბამის საგამოძიებო უწყებებს. ახლა ველოდებით, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა ის დაკითხონ. იქამდე, სანამ არ შეჯერდება საერთო სურათი, შუალედურ შედეგებს ვერ გამოვაქვეყნებთ. ვიხილეთ მუხთარლის განცხადებები ცალკეულ საკითხებზე, თუმცა საერთო სურათისთვის გვჭირდება უფრო დეტალური ჩვენებები. ვიდეოკამერები აღნიშნული საქმის მხოლოდ ერთი კომპონენტია, ამის გარდა დაკითხულია ათეულობით მოწმე“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics