|
2017-06-26 13:34:43, 2290 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მანიფესტი განხორციელდა
25 მაისს, „ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით „თბილისი დარბის გმირებისთვის" - ამ სახელწოდებით გაიმართა 5 კილომეტრიანი გარბენი ლისის ტბაზე. გარბენში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება, რომელიც საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემასა და მათი სახელების უკვდავყოფას ისახავდა მიზნად. საქველმოქმედო გარბენით შეგროვებული თანხით დაგეგმილია წინასწარ შერჩეული რეკრეაციული პარკის რეკონსტრუქცია. პარკში დაიდგმება გმირების მონუმენტები, რომლებიც აღწერენ მათ ისტორიას. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, გაისეირნოს და შეიტყოს მეტი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ ვესტ პოინტის საზოგადოება საქართველო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ვესტ პოინტის კურსდამთავრებული, ქართველი კადეტების მიერ დაარსდა და მიზნად ისახავს სოციალური აქტივობის გზით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ქართულ საზოგადოებაში. ღონისძიების ორგანიზებაში ასევე ჩართულები იყვნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, თბილისის მერია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, თავდაცვის სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ,,მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ გარბენის ორგანიზებაში, რომელიც მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს დედაქალაქის ტრადიციულ ღონისძებად, რომლის მეშვეობითაც მიღებული თანხებით ყოველწლიურად მოხდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნისათვის თავდადებული პირების სოციალური აქტივობის გზით დაფასება. ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელთანაც ლიბერთი ბანკი თანამშრომლობს, საერთო მიზანი გვაერთიანებს - „შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ", - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.
(NS)
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)