10:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 20:46:43, 2403 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ირაკლი მამალაძის ჩვენება არაფერში გამოდგება, მან ვერცერთი ფაქტი დაადასტურა

მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბრალდების მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ სასამართლოს არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა.

როგორც მან პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი მამალაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებასთან არსებით წინააღმდეგობაშია.

პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ ირაკლი მამალაძემ შორენა თეთრეუაშვილის მკვლელობის ფაქტი ვერ დაადასტურა.

„მან დაადასურა, რომ მამა გიორგიმ მასთან ახსენა, რომ ის ადამიანის მოკვლას არ გეგმავდა და ვერ განახორციელებდა და დაადასტურა კონკრეტული ფრაზა-„ღმერთმა დაიფაროს, რომ ის ვინმეს მკვლელობას გადაწყვეტს“. აქვე დაადასტურა ის გარემოება, რომ თეთრუაშვილის შესახებ არსებობს მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც შორენა თეთრუაშვილი გაგიჟდება, ის წრეებს  დაარტყამს საპატრიარქოს  და საპატრიარქოში არ შეუშვებენ. ეს ფრაზა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ის ვერ დაგეგმავდა. შესაბამისად, თქმა იმისა, რომ ბრალდების დამადასტურებელი რაიმე ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი მამალაძემ, წარმოუდგენელია. მან ვერაფერი დაადასტურა. შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ფაქტი ვერ დაადასტურა, ანგარებით მკვლელობით ფაქტი ვერ დაადასტურა,  მოწმის ეს  ჩვენება არაფერში გამოდგება“,-აღნიშნა მეხრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics