12:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 14:57:16, 2461 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია

„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ საჯარო გახსნაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეფორმა ორიენტირებულია არა მხოლოდ აუდიტორული მომსახურების ხარისხზე, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას უწყობს ხელს.

„დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ შესაბამისი კანონი და ჩამოვაყალიბეთ ზედამხედველობის სამსახური. აღნიშნული რეფორმა ორიენტირებულია არა მხოლოდ ზოგადად აუდიტორული მომსახურების ხარისხზე, არამედ ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას. აღნიშნული რეფორმის გარეშე წარმოდგენელია კაპიტალის ბაზრის განვითარება. გარდა ამისა, რეფორმა ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორში გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას და რისკების შემცირებას, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ნიკოლო გაგუამ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics