|
2017-06-16 19:11:32, 2126 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული სეისმორუკების შესაქმნელად ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ეროვნული სეისმორუკების შესაქმნელად დღეს ეკონომიკის სამინისტროში კანადელმა სპეციალისტებმა პირველი სამუშო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენლები და მოწვეული ქართველი სპეციალისტები ესწრებოდნენ. „ლოურენს ლივეროლის ნაციონალური ლაბორატორიის“ წარმომადგენლებმა ქართველ სპეციალისტებს სეისმორუკების შესაქმნელად მსოფლიოში არსებული გამოცდილება გააცნეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გვენცაძის განცხადებით, მათი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ევროკოდების შემუშავებაზე, რომლითაც სამშენებლო სფეროში არსებული ნორმები უნდა მოწესრიგდეს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ვალდებულება აქვს აღებული, არსებული ევროკოდები 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეტაპობრივად, უმტკივნეულოდ დანერგოს. „ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული 5 წლის მანძილზე ვთარგმნოთ ევროკოდები. სულ არის 10 ევროკოდი, რომლებიც საქართველოში უმტკივნეულოდ უნდა დაინერგოს და მოერგოს ჩვენი ქვეყნის რეალობას. უნდა გაკეთდეს ეროვნული დანართები, რომელიც შემდგომ აუცილებელი სახელმძღვანელო იქნება ყველა პროექტანტისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობა ამ პროცესში აქტუალურია, რადგან ქვეყანაში პოლიტიკის გამტარებელი ჩვენი სამინისტროა. ამ მიზნით გვჭირდება, გავეცნოთ მსოფლიოში არსებულ ყველა საუკეთესო პრაქტიკას და შედეგად შევძლებთ მივიღოთ საუკეთესო ეროვნული დანართები. დღევანდელი ვორქშოფიც ამას ემსახურება. „სესმოკოდი 8“-თვის, რომელიც ყველაზე აქტუალური კოდია, უნდა შეიქმნას ტექნიკური კომიტეტი, რომელშიც უცხოელი ექსპერტების გარდა ადგილობრივი სპეციალისტები იქნებიან ჩართულნი. ამ მხრივ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი თეა გოდოლაძე, რომლის მოწვევითაც საქართველოში კანადელი სპეციალისტები იმყოფებიან“, - განაცხადა ნინო გვენცაძემ. (NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)