20:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 18:50:44, 2185 ნახვა

საზოგადოება
Birja Mafia-ს კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი: გაურკვევლობაში გავეხვიე, ვწუხვარ (ვიდეომიმართვა)

Birja Mafia-ს მუსიკალურ კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი გიორგი გაგუა აცხადებს, რომ დიდი შეცდომა დაუშვა.

გაგუამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ანიშნავს, რომ არ უნდოდა კლიპის ნაწილი ყოფილიყო და მუსიკოსებს Youtube-დან მისი აღება სთხოვა.

"პირველ რიგში არ ვიცოდი კლიპის შინაარსი, გავიგე მას შემდეგ, რაც ეს საღადაოდ გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა კლიპი და Youtube-ზე დაიდო. რომ ვნახე, აშკარა პროპაგანდაა ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, პოლიციის დაკნინება. არ მინდოდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი და ამიტომ მივედი, ვთხოვე, რომ ეს კლიპი აეღოთ და ამოეჭრათ იქიდან ჩემი მომენტები, რაზეც უარი მივიღე. შემეძლო მეჩივლა. საბოლოო ჯამში ამ კადრებს უბრალოდ ბლარი დაადეს თავისივე სურვილით. დაუფიქრებელი, გაუთვალისწინებელი  ნაბიჯი გადავდგი. გაურკვევლობაში გავეხვიე და ვწუხვარ ამის გამო", - აცხადებს გიორგი გაგუა.

ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics