|
2026-07-09 18:57:25, 306 ნახვა
პოლიტიკა
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებას ეხმაურება, რომლებიც დღეს არხის შენობასთან შეიკრიბნენ და ეთერის დათმობა მოითხოვეს. მოთხოვნის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მაუწყებელი მათ მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართულ საინფორმაციო კამპანიებს არ აშუქებს. ოჯახის წევრები მოითხოვენ, ეს საკითხი არხმა სამეურვეო საბჭოს ფორმატშიც განიხილოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებაში მიუთითებს, რომ "საქართველოს პირველი არხი თავის გადაცემებში უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და გაშუქებული საკითხების ირგვლივ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენას". ამასთან, აღნიშნავს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესაბამისად, თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამაუწყებლო ბადის და შინაარსის თაობაზე". "საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემატურად აშუქებს სასამართლო პროცესებს საზოგადოების მაღალი ინტერესის შესაბამისად და მაყურებელს აწვდის სრულ ინფორმაციას. ასევე გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა გარანტირებული და უზრუნველყოფილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-18 მუხლი). აღნიშნული კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილია. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მითითების ან დავალების მიცემა, შეთანხმების დავალება ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესაბამისად, თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამაუწყებლო ბადის და შინაარსის თაობაზე. ამასთანავე, „საქართველოს პირველი არხი“ თავის გადაცემებში უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და გაშუქებული საკითხების ირგვლივ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენას", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)