07:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 12:23:56, 2088 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო საკითხებზე საერთაშორისო კონვენციას ხელი მოაწერა

საფრანგეთში,  პარიზში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვირეულის დროს, მინისტერიალის საბჭოს შეხვედრების ფარგლებში,  67 ქვეყნის წარმომადგენელმა ხელი მოეწერა „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივ კონვენციას.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის სახელით მრავალმხრივ კონვენციას  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერა. 

აღსანიშნავია, რომ მრავალმხრივი კონვენცია  2013 წელს შემუშავდა  „დიდი ოცეულის“ მიერ ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის შესახებ (BEPS) პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია, საერთაშორისო საგადასახადო სფეროში არსებული აგრესიული საგადასახადო დაგეგმარების აღმოფხვრა.

მრავალმხრივი ინსტრუმენტი ითვალისწინებს BEPS-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული მექანიზმების, საუკეთესო პრაქტიკის და მინიმალური სტანდარტების დანერგვას არსებულ საგადასახადო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანის მეშვეობით.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics