22:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 15:21:06, 2455 ნახვა

სამართალი
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქართველოში გაუჩინარების თაობაზე, დღეს, 16:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, ბოლოს 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე  თბილისში ნახეს. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, რომელსაც  ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს და მობილური გამორთული აქვს.

როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics