19:38 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 19:07:42, 2337 ნახვა

სამართალი
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯეირანლი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ დაკავებით მისი უფლებები დაირღვა.

ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

პროკურატურა კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.  საქმის პროკურორის გიორგი ოსაძის განცხადებით,  კლინიკის დირექტორმა  თაღლითურად მიითვისა პაციენტების თანხა და  ოპერაცია ლიცენზიის გარეშე ჩაატარა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ შპს „ლანცეტის დირექტორი პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის, ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics