|
2019-02-05 18:11:39, 2462 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილედ და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, 1981 წელს დაბადებული, პოლიციის პოლკოვნიკი კახა ბუხრაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. 2004 წელს გავლილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საპატრულო პოლიციის სპეცმომზადების კურსები; შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საქმიანობა დაიწყო 2002 წლიდან. 2002-2004 წლებში იყო ქალაქ თბილისის შს მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორი; 2004 წლიდან დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორად; 2005-2006 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი; 2006-2007 წელს საქმიანობა გააგრძელა ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაურის პოზიციაზე; 2007-2009 წლებში ეკავა სს "საქართველოს ბანკის" უსაფრთხოების ოფიცრის პოზიცია; 2009- 2011 წლებში იყო "ლიბერთი ბანკის" უსაფრთხოების ოფიცერი; 2011-2012 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ინსპექტორად; 2012 წელს დაინიშნა ამავე დანაყოფის ოცეულის მეთაურად, შემდეგ კი - განყოფილების უფროსად; 2012-2013 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი; 2013-2015 წლებში საქმიანობა გააგრძელა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის, ხოლო შემდეგ მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე; 2015-2017 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 2017 წელს საქმიანობა გააგრძელა საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე; 2017 წლის ივნისიდან დაინიშნა ამავე დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს; ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
(NS)
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)