|
2017-05-07 13:29:59, 1735 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ჩვენი პოლიტიკური კულტურა მომწიფებულია, რომ ძალაუფლების დიდი დოზით კონცენტრაციაზე უარი ვთქვათ
„ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური კულტურა მომწიფებულია იმისთვის, რომ ძალაუფლების ძალიან დიდი დოზით კონცენტრაციაზე უარი ვთქვათ, კერძოდ საკონსტიტუციო უმრავლესობებზე“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჩოხატაურში კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საჭიროა გადაიდგას ნაბიჯი და შეიქმნას ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც დიდ ძალას და უპირატესობას არ მისცემს ერთ პარტიას. „ჩვენ, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური კულტურა მომწიფებულია უკვე იმისთვის, რომ ძალაუფლების ძალიან დიდი დოზით კონცენტრაციაზე ვთქვათ უარი, კერძოდ საკონსტიტუციო უმრავლესობებეზე. საკონსტიტუციო უმრავლესობებმა დაამტკიცა წინა ხელისუფლების პერიოდში როგორ ბოროტებამდე შეიძლება მივიდეს ძალიან დიდი დოზით ხელისუფლების და ძალაუფლების კონცენტრაცია ერთ ხელში. ჩვენს ქვეყანას, რომ აღარ დასჭირდეს ომი და ბრძოლა იმისთვის, რომ თუ არ მოსწონს ხელისუფლება შეცვალოს ეს ხელისუფლება, საჭიროა რომ ჩვენ გადავდგათ ეს ნაბიჯი და შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ აძლევს ძალიან დიდ ძალას და უპირატესობას ერთ პარტიას. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებაზე, რომლის პირობებშიც საკონსტიტუციო უმრავლესობების მოპოვება იქნება ფაქტობრივად შეუძლებელი, მაგრამ ამავე დროს მეორე მხარეს არის მეორე ღირებულება. ეს არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობა და სტაბილური განვითარება გადავაყოლოთ პოლიტიკურ პარტიებს შორის კინკლაობას, პოლიტიკოსებს შორის ვაჭრობას და ასეთ გარემობებეს. იმ ეტაპზე რა ეტაპზეც ჩვენ ვართ არის მნიშნელოვანი, რომ ერთის მხრივ ჩვენი საარჩევნო სისტემა პოლიტიკური ვაჭრობებისთვის, პოლიტიკური დაპირისპირებისთვის არ ჰქმნიდეს ისეთ ნიადაგს, რასაც გადაყვება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, მაგრამ ამავე დროს ამისთვის არც ისეთი კოცენტრაცია მოვახდინოთ ძალაუფლების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის, რომ უკვე შეუძლებელი იყოს, ძალის მობილიზაციასთან და ამ ძალიან დიდ რესურსთან დაპირისპირება“,-განაცხადა თამარ ჩუგოშილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)