21:19 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 17:17:25, 1986 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
 
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ასოცირების შეთანხმების შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს ინტეგრაციული პროცესებისა და განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში მყარი მხარდაჭერისთვის.
 
შეხვერდრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის მზადების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც  ნოემბერში, ბრიუსელშია დაგეგმილი. კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს გამორჩეული როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.
 
მხარეებმა იმ საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა.  გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.
 
თავის მხრივ ევროკომისარმა ისაუბრა,  ცვლილებების განხილვის პროცესში ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და ფართო კონსენსუსის განხორციელების აუცილებლობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics