00:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 12:45:27, 2062 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში ბულგარეთის მსხვილი საინვესტიციო ფონდის ხელმძვანელს შეხვდნენ

საქართველოში საქმიანი ვიზიტით ბულგარეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის„Clever Synergies Investment Fund“-ის მფლობელი ცვეტელინა ბორისლავოვა იმყოფება.

ცვეტელინა ბორისლავოვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდნენ.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა  და ბულგარეთს შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარების საკითხებს. კერძოდ, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საბორნე გადაზიდვების მიმართულებით არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.

მხარეებმა განიხილეს პროექტები, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას და ორი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას.

ასევე, სამინისტროს წარმომადგენლებმა ბულგარეთის უმსხვილესი გაერთიანების ხელმძღვანელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics