18:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 13:34:44, 2454 ნახვა

ეკონომიკა
„Bloomberg-ის რუკაზე“ საქართველო დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა

ამერიკულმა გამოცემა Bloomberg-მა გლობალური რისკების რუკა გამოაქვეყნა.

გამოცემამ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების წინაშე არსებული საფრთხეები შეაფასა, რომლებსაც ისინი 2017 წლის განმავლობაში დაუპირისპირდებიან.

რუკაზე Bloomberg-მა 4  ძირითად კომპონენტი - რეზერვები, უმუშევრობა, ინფლაცია და სავალუტო რყევები გამოყო.

საქართველოში უმუშევრობის რისკ ფაქტორი 11,4%-ით შეფასდა, ინფლაციის კი 6,2%-ით. ამ შეფასების მიხედვით, საქართველო დაბალი რისკების მქონე ქვეყანაში მოხვდა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს: რუსეთი დაბალი რისკების ქვეყნებს შორის მოხვდა, უკრაინა და თურქეთი კი საშუალო რისკების ქვეყნებს შორის არიან.

ყველაზე დაბალი რისკების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში ჰონგ კონგი, შვეიცარია, სინგაპური, საუდის არაბეთი და ტაივანი არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics