02:29 - 26 Jun, 2026
|
2017-04-05 22:26:45, 2560 ნახვა
სამართალი
მეტეხის ხიდზე ტურისტ ქალბატონს ტანსაცმლის ჩანთა დარჩა
უცხოელ ქალბატონს "მეტეხის" ხიდთან ტანსაცმლის ჩანთა დარჩა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. რამდენიმე სააგენტომ დაწერა იმის შესახებ, რომ მეტეხის ხიდთან ირანელმა ქალმა ჩანთა დატოვა და ადგილიდან მიიმალა. შსს-ში ცნობა ბომბის არსებობაზე შევიდა, რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები. ეთნიკურ კუთვნილებაზე გავრცელებული ცნობა არ დადასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ტყუილი უწოდეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ტურისტ ქალბატონს ხიდზე ზურგჩანთა დარჩა, რომელშიც ტანსაცმელი ელაგა. თვითმხილველმა "ექსპრესნიუსს" აცნობა, რომ ქალბატონი ხიდიდან ფოტოებს იღებდა, რა დროსაც მას ჩანთა ხიდზე დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)