13:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 15:37:10, 2518 ნახვა

ეკონომიკა
აჭარის ტურისტული პოტენციალი კიევის ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი

აჭარის ტურისტულ პოტენციალს უკრაინელი ვიზიტორები ეცნობიან. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებისა და პროდუქტების ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „UITT-Kiev 2017» არის წარდგენილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უკრაინაში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურისტულ სააგენტოებთან და ქობულეთის გამგეობის ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში დეპატამენტის წარმომადგენლებმა  შეხვედრები  სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც უკრაინაში აჭარის რეკლამირებისთვის ეფექტური გზები განიხილეს.  

უკრაინა აჭარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. რეგიონში შემოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით უკრანას მესამე ადგილი უჭირავს. 2016 წელს, რეგიონს 45 239 უკრაინელი ტურისტი სტუმრობდა. რაც ნაწილობრივ უკრაინიდან ბათუმის მიმათულებით არსებული ფრენების დამსახურებაცაა.

მიმდინარე წელს, ავიაკომპანია „იან ეარი“ პირდაპირ ფრენებს კიევიდან ბათუმის მიმართულებით 15 აპრილიდან განაახლებს, რასაც ივნისიდან ოდესა-ბათუმის მიმართულებაც დაემატება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში მარკეტინგულ კამპანიებს 2011 წლიდან ანხორციელებს. მიმდინარე წელს,  დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას უკრაინაში აპრილიდან დაიწყებს. 

(NS)


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics