|
2017-03-31 11:03:19, 2430 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტი გახსნეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებულია უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი, სამი ერთეული ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. „სიმ ბოქსი“ სათადარიგო ნაწილებთან ერთად, რაც უზრუნველყოფდა ტექნიკური აღჭურვილობის სრული დატვირთვით მუშაობას. „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკვე გამოვლენილია 13 ერთეული „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება - გამოყენების ფაქტი“, - აცხადებენ უწყებაში. გამოძიება საქართველოს სსკ 185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)