|
2017-03-14 10:35:48, 2439 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს შეხვდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობისა და მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერ რეფორმებზე. უწყების ცნობით, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები განსაკუთრებით დააინტერესა საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმამ, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებისა და არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენაა მიმართული. აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კანონმბდელობის სრულყოფის მიზნით აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ბიზნეს-გაერთიანებებთან. შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის მონაწილეების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება 2007 წელს დაარსდა და სიდიდით მეორე ბილატერული ეკონომიკური გაერთიანებაა საქართველოში. ის ხელს უწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, მხარს უჭერს კომპანიებს ბაზარზე შესვლისა და კონტაქტების დამყარების პროცესში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)