10:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 22:39:17, 2343 ნახვა

სამართალი
მიტროპოლიტი პეტრე მამა გიორგის თავდებით გათავისუფლებაზე: პირველად ეს მოსაზრება პატრიარქმა გააჟღერა

ის, რომ თითქოს მხოლოდ მეუფე პეტრე იყო განსხვავებულ აზრზე თავდებით გამოშვებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. პატრიარქის მიერ იქნა ეს მოსაზრება პირველად გაჟღერებული, რომ თავდებით გამოსულიყო მამა გიორგი, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. 

მისი განცხადებით, ის და პატრიარქი იყვნენ ერთ აზრზე, უბრალოდ, მისივე თქმით, სინოდის წევრებმა სთხოვეს პატრიარქს, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სჯობდა, ის დარჩენილიყო საპყრობილეში.

„ის, რომ თითქოს მხოლოდ მეუფე პეტრე იყო განსხვავებულ აზრზე თავდებით გამოშვებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. პატრიარქის მიერ იქნა ეს მოსაზრება პირველად გაჟღერებული, რომ თავდებით გამოსულიყო მამა გიორგი. მე და პატრიარქი ვიყავით ამ კუთხით ერთ აზრზე, უბრალოდ სინოდის წევრებმა სთხოვეს მის უწმინდესობას, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სჯობდა, ის დარჩენილიყო საპყრობილეში და დავლოდებოდით გამოძიების წარმართვას, რასაც საბოლოოდ დავეთანხმეთ“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics