05:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 14:59:00, 1025 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში ამ დრომდე 200-მდე შეტყობინებაა შესული, რომლებზეც მყისიერი რეაგირება მოხდა.

 „შსს-ს მაშველები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რომლებიც დიდთოვლობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ, სხვადასხვა  სოფელში მყოფ მძიმე ავადმყოფებთან მისვლაში ეხმარებიან.   მაღალმთიანი სოფლებიდან   პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში დროულად გადასაყვანად  მაშველები ურთულეს რელიეფურ პირობებში  ათეულობით კილომეტრს ფეხით გადიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  თანამშრომლებმა ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები გამოიყვანეს, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics