|
2017-01-31 11:24:49, 1005 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ბავშვთა სამყაროს ოქროს ბირჟის საცავებში დაზარალებულების პირველი ოთხეული შეიყვანეს
სამარალდამცველებმა ე.წ. ბავშვთა სამყაროს ოქროს ბირჟის საცავებში, სადაც ძვირფასი ნივთებია შენახული, დაზარალებულების პირველი ოთხეული შეიყვანეს. ამის შესახებ ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება. საცავებში შესვლა მორიგეობით მიმდინარეობს. ცნობისთვის, „ბავშვთა სამყაროსთან“ დაზარალებულები არიან შეკრებილები. შენობაში ამ დრომდე მიმდინარეობს დაქრობითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაა. შეგახსენებთ, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)